Folk Radio Folk Radio News Portal RSS Feed Folk Radio http://www.folkradio.ge/ ფოტოგამოფენა - "გადავარჩინოთ ხევსურული სახლი" index.php?id=8&pg=nt

2010 წლის 10 ივნისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში - „გალერეა“ - გაიხსნა ფოტოგამოფენა - „გადავარჩინოთ ხევსურული სახლი“.

ხევსურეთი ეთნოგრაფიულად საქართველოს ერთერთი ყველაზე გამორჩეული კუთხეა. მკაცრმა გარემო პირობებმა, თავისებურმა მძიმე ყოფამ, ბართან სიშორემ, საზღვარმა ჩრდილო და სამხრეთ კავკასიას შორის, მეზობელ ტომებთან გამუდმებულმა ბრძოლამ და თავდაცვამ წარმოშვა შეუდარებელი ხევსურული ფოლკლორი - უნიკალური ხევსურული ზეპირსიტყვიერება, რომელშიც აისახა ცა და მიწა, ქვესკნელი, სკნელი და ზესკნელი, ასეთი მიწიერი ყოფა და კოსმიური ხილვები. ხევსურული სახლი ასეთი აზროვნების, სამყაროს ხევსურული აღქმის ანარეკლი და შედეგია: სამი სკნელით (სამი სართულით), სააქაოთი და საიქიოთი, ხემხვივანით, მზისეთით და შავეთით.

 

გასული საუკუნის 50-იან წლებში ხევსურთა მასობრივად ბარში ჩამოსახლებამ თითქმის დაცალა ეს უნიკალური კუთხე და საფრთხე შეუქმნა ხევსურული ფენომენს და მის ერთ-ერთ უძლიერეს გამოვლენას - ხევსურულ სახლს. ხევსურული სახლი მთლიანი ხუროთმოძღვრული კომპლექსია - გალავნით, ციხე-ქავით და საკუთრივ სახლით. ხევსურული სახლის გასაოცარი ნიმუში, ზვიადაურთა ციხე-კოშკი, - ქავზე მიკრული მტრის გამხმარი მარჯვენით,  - არდოტში გასული საუკუნის 30-იან წლების მიწურულს ჩაიშალა და ჩაინგრა. მას შემდეგ თითქმის საუკუნე გავიდა. რამდენი ხევსურული სახლი შეიწირა დაუნდობელმა დრომ და უყურადღებობა-გულგრილობამ.

 

გამოფენაზე წარმოდგენილი ხევსურული სახლების უმეტესობა დანგრევის პირასაა. გამოფენის ორგანიზატორები დამთვალიერებელს გააცნობენ გეგმას, როგორ უნდა გადარჩეს ხევსურული სახლი, მოხდეს რესტავრაცია და ქართულ კულტურას შეუნარჩუნდეს ის განძი და ფენომენი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ მოეპოვება. ხევსურეთი, რესტავრირებული ხევსურული სახლით ტურისტებისათვის ერთიორად საინტერესო და მიმზიდველი იქნება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის დამაგრებას და ქართული მთის შენარჩუნებას.

 

ღონისძიების ორგანიზატორი ეთნოკულტურათა საერთაშორისო ცენტრი „მერკინალი“, პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

 

გამოფენა გაგრძელდება 15 ივნისამდე.

 

]]>
11.06.2010 +0300
ანა მიქიანის ნამუშევრების გამოფენა "ლითონში გაცოცხლებული საქართველო" index.php?id=9&pg=nt

21-30 ივნისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი წარმოგიდგენთ ანა (ლიანა) მიქიანის ნამუშევრების გამოფენას - ,,ლითონში გაცოცხლებული საქართველო“, ანა მიქიანი ლითონპლასტიკის მხატვრობაში განსხვავებული მიმდინარეობით, ჟანრითა და თემით არის წარმოდგენილი. სამი თემის - მითოლოგიის, ლირიზმისა და ხატწერის ფარგლებში მხატვარი ახდენს მის მიერ დასახული სახვითი პრობლემების განხორციელებას.

 

ჭედურ ხელოვნებაში პრიორიტეტი მამაკაცებს ეკუთვნის, რადგან ლითონზე მუშაობა მოითხოვს დიდ ძალისხმევას, ტიტანურ შრომას და ენერგიას. ანა მიქიანი ერთადერთი მჭედელი ქალი იყო, რომელიც არაჩვეულებრივად ართმევდა თავს ამ მძიმე სამუშაოს.

 

ძირითადად მისი ნამუშევრები ორი სახის არის რელიგიური და მითოლოგიური, იგი ასევე მუშაობდა ტიხრულ მინანქარზეც.  ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ტრიპტიხი,  სამების საკათედრო ტაძრის შესასვლელი კარიბჭე,  სახარების ყდა. პატრიარქის მიერ დაწერილი სამების ხატის პერანგი და ტიხრული მინანქრით შესრულებული მინიატურები. მითოლოგიური  თემიდან დალი და მიჯაჭვული ამირანი.

 

გამოფენა ეძღვნება ანა მიქიანის გარდაცვალების დღეს. გამოფენის მიზანია ქართველმა საზოგადოებამ გაიცნოს  ჭედური ხელოვნების ძლიერი ხელწერის, დახვეწილი გემოვნებისა და მხატვრული ხედვის დიდოსტატი.

           

გამოფენა გაიხსნა 21 ივნისს და გასტანს 30 ივნისამდე.

 

 



 

]]>
21.06.2010 +0300
სახალხო თეატრების საერთაშორისო ფესტივალი index.php?id=7&pg=nt

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ინიციატივით და აჭარის კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 2008 წელს აღდგა სახალხო თეატრების კვირეული. 2010 წელს დაფუძნდა სახალხო თეატრების საერთაშორისო ფესტივალიბათუმი 2010”, რომლის მიზანია:

     სახალხო თეატრების მუშაობის გააქტიურება.

     სახალხო თეატრების როლის წარმოჩენა და პოპულარიზაცია.

     მაყურებლისათვის მაღალი დონის მხატრულ-ესთეტიკური ნაწარმოებების   მიწოდება.

     სახალხო თეატრების ფესტივალების აღდგენა.

     უცხოური თეატრალური ხელოვნების გაცნობა

     საფესტივალო ქალაქებში კულტურული ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობა.

 

სახალხო თეატრების საერთაშორისო ფესტივალიბათუმი 2010” გაიმართა ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში 15-18 ივნისს

 

15 ივნისი

18:00 ფესტივალის საზეიმო გახსნა;

20:00 ხონის თეატრი - ნოდარ დუმბაძე ,,ჰელადოსი

 

16 ივნისი

20:00   ველისციხის თეატრი - გიორგი ხუხაშვილი ,,ნიკალა

 

17 ივნისი

13:00 – ესტონეთი, ტალინი - შემოქმედებითი გაერთიანებამეორე ტალღა

M      მარიუს ლატტეწყურვილი თოომას ნიტას ნოველისშემოდგომის  საღამოსმიხედვით.

      

20:00 Bბოლნისის თეატრი - თამრი ფხაკაძეგაფრენა

       

18 ივნისი

18:00 – ლიტვა, როკისკოს თეატრი - ვინჩას მიკოლაიტის-პუტინასმბრძანებელი

19:30 – ფესტივალის დახურვა

 

 

ფესტივალის მხარდამჭერი კავშირინიღბების დარბაზი

 

]]>
19.06.2010 +0300