|
  |
| |
ფოლკ-რადიო პირველი რადიოსადგურია საქართველოში, რომელიც ოცდაოთხი საათის განმავლობაში გადასცემს ქართული მუსიკალური ფოლკლორისა და ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს, მსოფლიოს ხალხთა მუსიკალურ ფოლკლორს; საზოგადოებას აცნობს სახალხო დღესასწაულებს, წეს-ჩვეულებებს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატებსა და მათს შემოქმედებას.
ფოლკ-რადიო დაარსდა საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის გიორგი უშიკიშვილის ინიციატივით.
მაუწყებლობის ლიცენზია ფოლკ-რადიომ 2008 წლის 28 მარტს #160/1 ბრძანებულებით 2018 წლამდე მიიღო და რამდენიმეთვიანი საცდელი მაუწყებლობის შემდეგ, რადიოპროგრამებით ეთერში 2008 წლის 15 დეკემბერს გავიდა.
ფოლკ-რადიო მაუწყებლობს FM დიაპაზონზე - 99, 3. დღესდღეობით მისი მოსმენა შესაძლებელია თბილისში და დედაქალაქიდან 40 კმ-ის რადიუსში.
ფოლკ-რადიოს მოსმენა მალე შესაძლებელი იქნება საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ამით საქართველოს მოსახლეობის უმეტესობას საშუალება ექნება ყოველდღიურად უსმინოს ქართული მუსიკალური ფოლკლორის, ზეპირსიტყვიერების, მსოფლიოს ხალხთა მუსიკალური შემოქმედების ნიმუშებს, მიიღოს ინფორმაცია ფოლკლორის ყველა დარგისა და ჟანრის შესახებ, თვალი ადევნოს ქართულ, საქართველოში მცხოვრები სხვა ერისა და ეთნოსის ფოლკლორულ სიახლეებს, გაეცნოს სხვადასხვა მომღერლის, ლოტბარის, საკრავზე შემსრულებლის, სახალხო მთქმელის, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა შემოქმედებას.
ამჟამად ფოლკ-რადიოს მოსმენა შესაძლებელია ინტერნეტის საშუალებით მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან. |
| |
 |
| |
თეონა რუხაძე
დაიბადა 1982 წლის 29 იანვარს ქუთაისში.
1997-2001 წლებში სწავლობდა ქუთაისის მელიტონ ბალაჩივაძის სახელობის სამუსიკო სასწავლებელში გუნდის დირიჟორის სპეციალობით. ამავე წლებში იყო წმიდა თეკლას სახელობის ტაძრის მგალობელი.
2001 წელს ჩააბარა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში. 2006 წელს დაამთავრა ბაკალავრიატი, 2008-ში კი - მაგისტრატურა ფოლკლორის სპეციალობით.
მისი საკვლევი თემა ქართული საქორწილო სიმღერებია. აქვს საგაზეთო პუბლიკაციები ფოლკლორულ-შემკრებლობით საქმიანობასა და ხალხურ შემსრულებლობაზე.
2007 წელს მოხსენებით გამოვიდა ტრადიციული მრავალხმიანობის III საერთაშორისო სიმპოზიუმზე.
სტუდენტობის პერიოდში იყო ფოლკლორისტ ევსევი ჭოხონელიძის სახელობის სტიპენდიანტი.
2005 წლიდან მღერის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტთა ფოლკლორულ ანსამბლში (ნატო ზუმბაძის ხელმძღვანელობით).
2008 წლიდან ფოლკ-რადიოს მუსიკალური წამყვანია.
ამჟამად სწავლობს დოქტორანტურაში.
მისი ჰობია კითხვა და მოგზაურობა.
|
|
|
|
| |
ოთარ კაპანაძე
დაიბადა 1981 წლის 19 ივლისს თბილისში. ქართული ხალხური სიმღერით საკმაოდ გვიან, 15-16 წლის ასაკში დაინტერესდა.
1998 წელს ჩააბარა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში მუსიკისმცოდნეობის სპეციალობით. 2002 წელს დაამთავრა ბაკალავრიატი, 2004 წელს კი მაგისტრატურა ეთნომუსიკოლოგიის სპეციალობით. ამავე წლიდან მუშაობს თბილისის კონსერვატორიაში ქართული ხალხური მუსიკალური მიმართულების ლაბორატორიაში უფროს ლაბორანტად, ასევე მოწვეული პედაგოგის სტატუსით ასწავლის პრაქტიკულ საგანს "ხალხური სიმღერის გაშიფვრა".
2008 წლიდან ევგენი მიქელაძის სახელობის მეორე ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში ქართულ ხალხურ მუსიკალურ შემოქმედებას ასწავლის.
2007 წლიდან ანსამბლ "ახალუხლების" ხელმძღვანელია.
2008 წლიდან სწავლობს თბილისის კონსერვატორიის დოქტორანტურაში ეთნომუსიკოლოგიის სპეციალობით.
2008 წლიდან მუშაობს ფოლკ რადიოს მუსიკალურ წამყვანად.
თავისუფალ დროს ამზადებს გემრიელ კერძებს და თამაშობს ბილიარდს.
|
|
|
|
| |
ნინო მაისურაძე
დაიბადა 1984 წლის 23 ნოემბერს თბილისში.
2003 წელს დაამთავრა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელი ფორტეპიანოს განხრით.
2003-2007 წლებში სწავლობდა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტზე.
2005 წლიდან მღერის კონსერვატორიის ფოლკლორულ ანსამბლში (ხელმძღვანელი - ნატო ზუმბაძე). ეუფლება სხვადასხვა კუთხის საკრავებს - ფანდურს, ჩონგურს, ჭუნირსა და ჩანგს.
2007 წელს ასოციაცია “ქართველი ახალგაზრდობა მომავლისათვის” (GYF) მხარდაჭერით მონაწილეობდა ახალგაზრდულ კულტურულ გაცვლით პროგრამაში “Solidarite Jeunesse” საფრანგეთში.
2008 წლიდან ფოლკ-რადიოს მუსიკალური წამყვანია.
უყვარს პოეზია, ცეკვა, ბუნება, მოგზაურობა. გატაცებულია ავტომობილებით. დაინტერესებულია ფსიქოლოგიით. თავისუფალ დროს მეგობრებთან ერთად დადის ლაშქრობებში, მისდევს აქტიურ სპორტულ ცხოვრებას.
|
|
|
|
| |
უჩა პატარიძე
დაიბადა 1979 წლის 3 ნოემბერს თბილისში.
სიმღერის სიყვარული მუსიკალური ტრადიციების მქონე ოჯახმა ჩაუნერგა.
2002 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის ხელოვნების ფაკულტეტი (სპეციალობით - ხალხური გუნდის ლოტბარი, საეკლესიო გუნდის მგალობელ-რეგენტი).
2003 წლიდან მღერის ფოლკლორულ ანსამბლ "ლაშარში".
2004 წლიდან მუშაობს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში არქივის მიმართულების ხელმძღვანელად.
2005-2008 წლებში ხელმძღვანელობდა ვაჟთა ფოლკლორულ ანსამბლ "ლაშარელას".
წერს საესტრადო ჟანრის სიმღერებს. არის სხვადასხვა ფესტივალის ლაურეატი. მიღებული აქვს მრავალი ჯილდო.
5 მონოგრაფიის (“კირილე პაჭკორია”, “სამუელ ჩავლეიშვილი”, “გიორგი სალუქვაძე”, “ვარლამ სიმონიშვილის სკოლა - ანსამბლი "დილა" და "ნიკოლოზ ჩაჩიბაია") თანაავტორია.
უკრავს სხვადასხვა კუთხის საკრავებზე - ფანდურზე, ჩონგურზე, ჭუნირზე, სალამურსა და გარმონზე.
2008 წლიდან ფოლკ-რადიოს მუსიკალური წამყვანია.
თავისუფალ დროს უთმობს კითხვას , ხატვასა და მეგობრებთან ურთიერთობას . |
|
|
|
| |
ნინო ჭალისური
დაიბადა 1978 წლის 31 მარტს, თბილისში.
1997 წელს დაამთავრა დიმიტრი არაყიშვილის სახელობის პირველი სამუსიკო სასწავლებელი საგუნდო-სადირიჟორო სპეციალობით. სწავლის პერიოდში მღეროდა ანსამბლში “ალილუია” ალა მუნჯიშვილის ხელმძღვანელობით.
2002 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი ხალხური გუნდის ლოტბარის, მგალობელ-რეგენტის განხრით. სტუდენტობისას მღეროდა ამავე ინსტიტუტთან არსებულ ჯაზ-ოქტეტში (ხელმძღვანელი კობა კალანდაძე) და გოგონათა ანსამბლში “ნანილა”.
2004 წელს დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა, პარალელურად თეატრალური ფაკულტეტის სტუდენტებს ასწავლიდა ხალხურ სიმღერას და გალობდა ბეთლემის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში.
2004-2007 წლებში ნინო ჭალისური ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ცენტრის წევრია: გამოცემებისათვის -"ხალხური სიმღერის ოსტატები” - დაწერა ექვსი მონოგრაფია ცნობილ მეგრელ და გურულ ლოტბარებზე, ასევე მოამზადა და ჩაწერა რადიოგადაცემები -ტრიფონ ხუხუა, აკაკი ხარებავა, ალექსანდრე ბერაია.
2002-2008 წლებში მუშაობდა თბილისის 75-ე და “ორ-ავნერის” ებრაულ სკოლებში მუსიკის პედაგოგად.
2008 წლიდან ნინო ჭალისური მუშაობას იწყებს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში და ასევე ახლად დაარსებულ "ფოლკ-რადიოს" მუსიკალურ წამყვანად.
უკრავს ფანდურზე, ჩონგურზე, ფორტეპიანოსა და გიტარაზე.
ნინოს ჰობია ფოტოგრაფია, ხატვა, ჯაზი და მეგობრებთან ერთად მოგზაურობა.
|
|
|
|
|
|
|

| დილის მუსიკალური ფორმატი LIVE |
05:00 |
|
| ხალხური ლექსი |
10:00 |
|
| მუსიკა |
10:02 |
|
| ხალხური ლექსი |
10:30 |
|
| ქართული ხალხური მუსიკა |
10:32 |
|
| ამინდი |
11:02 |
|
| ქართული ხალხური მუსიკა |
11:03 |
|
| ხალხური ლექსი |
11:30 |
|
| მსოფლიო ხალხური მუსიკა |
11:32 |
|
|
|

 

|