გადაცემის მიზანია მსმენელს უფრო ახლოს გააცნოს ერთი კონკრეტული ხალხური სიმღერის ისტორია, მისი წარმოშობა და გავრცელება სხვადასხვა კუთხეში, შესრულების ტრადიცია და თანმხლები რიტუალები.
სიმღერების შესახებ ავტორთან ერთად ისაუბრებენ და აზრს გამოთქვამენ კომპეტენტური ადამიანები: ეთნომუსიკოლოგები, მომღერლები, ლოტბარები, ფოლკლორისტები და ა.შ.
ავტორი მაქსიმალურად ითვალისწინებს მსმენელის აზრს. შესაძლოა გადაცემის მომზადება მსმენელისათვის სასურველი სიმღერის შესახებაც. მოგვწერეთ თქვენი აზრი და სურვილები ელექტრონულ მისამართზე otariani@hotmail.com, ან დაგვირეკეთ ნომერზე 992 992.
|