21.06.2010

21-30 ივნისს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი წარმოგიდგენთ ანა (ლიანა) მიქიანის ნამუშევრების გამოფენას - ,,ლითონში გაცოცხლებული საქართველო“, ანა მიქიანი ლითონპლასტიკის მხატვრობაში განსხვავებული მიმდინარეობით, ჟანრითა და თემით არის წარმოდგენილი. სამი თემის - მითოლოგიის, ლირიზმისა და ხატწერის ფარგლებში მხატვარი ახდენს მის მიერ დასახული სახვითი პრობლემების განხორციელებას.
ჭედურ ხელოვნებაში პრიორიტეტი მამაკაცებს ეკუთვნის, რადგან ლითონზე მუშაობა მოითხოვს დიდ ძალისხმევას, ტიტანურ შრომას და ენერგიას. ანა მიქიანი ერთადერთი მჭედელი ქალი იყო, რომელიც არაჩვეულებრივად ართმევდა თავს ამ მძიმე სამუშაოს.
ძირითადად მისი ნამუშევრები ორი სახის არის რელიგიური და მითოლოგიური, იგი ასევე მუშაობდა ტიხრულ მინანქარზეც. ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ტრიპტიხი, სამების საკათედრო ტაძრის შესასვლელი კარიბჭე, სახარების ყდა. პატრიარქის მიერ დაწერილი სამების ხატის პერანგი და ტიხრული მინანქრით შესრულებული მინიატურები. მითოლოგიური თემიდან დალი და მიჯაჭვული ამირანი.
გამოფენა ეძღვნება ანა მიქიანის გარდაცვალების დღეს. გამოფენის მიზანია ქართველმა საზოგადოებამ გაიცნოს ჭედური ხელოვნების ძლიერი ხელწერის, დახვეწილი გემოვნებისა და მხატვრული ხედვის დიდოსტატი.
გამოფენა გაიხსნა 21 ივნისს და გასტანს 30 ივნისამდე.
|