#1 აფრიკული ტომის პინდის ხალხური სიმღერა “პინდი სანსა”.
#2 სიმღერა ჩაწერილია სუდანელი მუშების მიერ და სრულდება არფაზე.
#3 სიმღერა სრულდება სუდანელ მამაკაცთა გუნდის მიერ დასარტყამი ინსტრუმენტების თანხლებით.
#4 მადაგასკარში მცხოვრები აფრიკული ტომის სიმღერა, რომელიც სრულდება არფის ან ლირის თანხლებით.
#5 დასავლეთ აფრიკის ერთ-ერთი ტომის იბანის სიმღერა.
#6 აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი ტომის იურუბას ხალხური სიმღერა. აღსანიშნავია, რომ სიმღერას აქვს არაბული ზეგავლენა. ზეგავლენა, რომელიც შეიმჩნევა აფრიკის დასავლეთ სანაპიროს ქვეყნების ხალხურ შემოქმედებაზე.
#7 აფრიკული ტომის ბულუს ხალხური სიმღერა. აღსანიშნავია, რომ ეს ტომი ძირითადად სახლობს კამერუნში, გვინეასა და გაბონში.
#8 აფრიკული ტომის ბამბარას ხალხური სიმღერა, რომელშიც შეინიშნება არაბული ზეგავლენა.
#9 აფრიკული ტომის ევეს ხალხური სიმღერა, სრულდება დასარტყამი საკრავების თანხლებით.
#10 აფრიკული ტომის აკოლის სარიტუალო სიმღერა, რომელიც სრულდება არფის მსგავსი ინსტრუმენტის თანხლებით.
#11 აფრიკული ტომის ბაკვირის ხალხური სიმღერა.
#12 აფრიკული ტომის მბოკოს ხალხური სიმღერა, რომელიც სრულდება სიტარა-არფის თანხლებით. აღსანიშნავია, რომ მომღერალი საკმაოდ დაბალ ხმაზე მღერის. ამით იგი ხაზს უსვამს საკრავის მნიშვნელობას.
#13 აფრიკული ტომის მაკვას შრომითი ჟანრის სიმღერა.
#14 აფრიკული ტომის ბაუნგომოს ხალხური სიმღერა.
#15 აფრიკული ტომის პიგმის ერთ-ერთი ჯგუფის ბაბინგას ხალხური სიმღერა. ამ ხალხში გავრცელებულია ნადირობა და, შესაბამისად სიმღერების დიდი ნაწილი ყოფის ამ სფეროსთან არის დაკავშირებული.
#16 ერთ-ერთი აფრიკული ტომის ვოლოფის ხალხური სიმღერა. აღსანიშნავია, რომ მათ მუსიკაში ორგანულადაა შერწყმული აბორიგენების, დასავლეთ აფრიკელი ზანგებისა და მუსულმანური სტილები.
#17 აფრიკული ტომის ვოლოფის ხალხური დასაკრავი, რომელიც სრულდება სიმებიან ინსტრუმენტზე სახელწოდებით «ჰალამი». |