კვირა 05 სექტემბერი 2010     09:30  
მთავარი გვერდი მოგვწერეთ
GEO  ENG    
 
 
დილის მუსიკალური ფორმატი ...
 
 
“კუბა ვაშინგტონში”
   
1 სიმღერა 01
2 სიმღერა 01
3 სიმღერა 01
 
 

                

ალბომში ჩაწერილია 1989 წელს ვაშინგტონის ფოლკლორის ფესტივალში მონაწილე სამი ანსამბლის მიერ შესრულებული სიმღერები. ეს ანსამბლებია:

#1. “გრუპო აფროკუბა დე მატანზას” – აფრო-კუბური ფოლკლორული ანსამბლი მატანზადან (კუბა), რომელიც ასრულებს სიმღერებსა და ცეკვებს დასარტყამი ინსტრუმენტების თანხლებით. ანსამბლის რეპერტუარში ძირითადად არის მატანზას პროვინციის ყველა ჟანრის (“არარა”, “ბანტუ”, “აბაკუა”, “რუმბა”, “ლუკუნი”, “გუირო” და სხვ.) ხალხური მუსიკა, რომლებსაც ასრულებენ პირვანდელი სახით. ეს პროვინცია აფრო-კუბური ფოლკლორის აკვნად არის აღიარებული.

#2. “გრუპო ჩანგუი დე გუანტანამო” – ანსამბლი გუანტანამოდან, რომელიც ასრულებს ჩანგუის ჟანრის მუსიკას. ანსამბლს არსებობის 50 წელზე მეტი ძალზე ორიგინალური ისტორია აქვს. მისი შემადგენლობა პერიოდულად იცვლებოდა სხვადასხვა ოჯახით. თუმცა ხდებოდა რამდენიმე ოჯახის წევრთა გაერთიანებაც. ამით წარმოჩინდებოდა ამა თუ იმ ოჯახის მუსიკალური ტრადიციები, ამავე დროს ხდებოდა სხვადასხვა ოჯახისთვის დამახასიათებელი ტრადიციების შერწყმაც.
   რაც შეეხება ჩანგუის, ის არის გუანტანამოს რეგიონისთვის დამახასიათებელი ტიპიური ფოლკლორული ჟანრი. მას აქვს თვითმყოფადი რიტმულობა, თუმცა ცალკეული ინტონაციები ენათესავება “სონ”-ის (კუბური ჟანრი). ჩანგუის ჟანრისთვის დამახასიათებელია “ბონგო”-ს (დასარტყამი საკრავი) გამოყენება.

#3. “კვარტეტო პატრია” ი კომპაი სეგუნდო – კვარტეტი სამშობლო და კომპაი სეგუნდო. ანსამბლი თავდაპირველად შედგებოდა ოთხი მოხუცი შემსრულებლისგან, რომლებიც თანამშრობლობდნენ ლეგენდარულ მუსიკოსთან – კომპაი სეგუნდოსთან. ამჟამად იგი დაკომპლექტებულია ახალგაზრდებით, რომლებიც აგრძელებენ მოხუცი მუსიკოსების საშემსრულებლო ტრადიციებს. მათ რეპერტუარშია ისეთი სიმღერები, რომლებშიც შერწყმულია სოფლური და ქალაქური მუსიკალური ფოლკლორისთვის დამახასიათებელი ინტონაციები. 


 

 
  შემდეგი
 

 
       
ლათინო ამერიკული ფესტივალი
სიმღერები ლათინო-ამერიკული ქვეყნებიდან
  სამარიმბო მუსიკა კოლუმბიიდან
აფრო-ლათინო ამერიკელები
  დომინიკური მუსიკა ნიუ-იორკში
დომინიკური სასიმღერო ფოლკლორი
  “კუბა ვაშინგტონში”
ალბომი ჩაწერილია 1989 წელს
  აფრიკა - სამხრეთი საჰარა II
აფრიკული ტომების ხალხური სიმღერა
დილის მუსიკალური ფორმატი LIVE 05:00
ხალხური ლექსი 10:00
მუსიკა 10:02
ხალხური ლექსი 10:30
ქართული ხალხური მუსიკა 10:32
ამინდი 11:02
ქართული ხალხური მუსიკა 11:03
ხალხური ლექსი 11:30
მსოფლიო ხალხური მუსიკა 11:32

თუშური ნატირალი
თინა ჟვანია
ბუქნა ჭოტო
ანსამბლი "ლაშარი", ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი
მდადეანო
ანსამბლი "ნანინა", ხელმძღვანელი თეა კასაბური
მირანგულა
ანსამბლი "გეორგიკა", ხელმძღვანელი დავით შანიძე
მზისა და მთვარის შუქი
კონსერვატორიის ანსამბლი, ხელმძღვანელი ნატო ზუმბაძე
შაირები
ანსამბლი "მზეთამზე"
ლეკებმა რომ დამიჭირეს
ანსამბლი "ანჩისხატი", ხელმძღვანელი მალხაზ ერქვანიძე
ყირამალა
ანსამბლი "თუთარჩელა", ხელმძღვანელი თამარ ბუაძე
ოვდელია
ანსამბლი "მთიები", ხელმძღვანელი გიგი გარაყანიძე
რკინაშ ხოჯი
ანსამბლი "ბასიანი", ხელმძღვანელი გიორგი დონაძე



მთავარი გვერდი | გადაცემები | სიახლე | ჩვენს შესახებ | რეკლამა | პარტნიორები | გადაცემათა ბადე | ამინდი | კონტაქტი  
თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:   © 2009 FOLK Radio. All rights reserved. Create by RENDER PRODUCTION