კვირა 05 სექტემბერი 2010     09:10  
მთავარი გვერდი მოგვწერეთ
GEO  ENG    
 
 
დილის მუსიკალური ფორმატი ...
 
 
დომინიკური მუსიკა ნიუ-იორკში
   
 
 



#1 სიმღერა მიურენგას სტილში. 
ასრულებს მომღარალ ფრანკლინ ჰერნანდესის ცნობილი ბენდი და ეძღვნება ამ მომღერლის დომინიკელ ნათესავებს.  
სიმღერა სრულდება საკრავების (აკორდიონი, საქსაფონი, ტამბორა, გუირა) თანხლებით.

#2 ტიპიური დომინიკური “სალვე” მიძღვნილი ღვთისმშობლისადმი.
ასრულებს კათოლიკური სალვეს ცნობილი შემსრულებელი დონა ჩიჩა ქალთა ანსამბლისა და დასარტყამი საკრავების თანხლებით.

#3 პალოსების პოპური _დასარტყამი საკრავების თანხლებით.
ასრულებს როზა ვენტურა ნიუ-იორკში მოღვაწე ცნობილი დომინიკური ფოლკლორული დასის ერთ-ერთ ჯგუფთან ერთად. აღსანიშნავია, რომ ამ დასს აქვს სასწავლო-საგანმანათლებლო ფუნქციაც.

#4 სიმღერა “სალვეს” სტილში დასარტყამი საკრავების თანხლებით.
ასრულებს კლაუდიო ფორტუნატოს ძალზე ცნობილი ანსამბლი, რომელიც ნიუ-იორკში აღიარებულია აფრიკულ-დომინიკური სპირიჩუალების საუკეთესო შემსრულებლად.
სოლისტი – კარლოს დე ლა კრუზი.

#5 სიმღერა “სალვეს” სტილში - “სან მიგელ” (წმინდა მიქაელი).
ასრულებს ფრანსია რეისი, რომელიც აღიარებულია პალოსებისა და სალვების მომღერალ ქალთა შორის საუკეთესო შემსრულებლად. 
აღსანიშნავია, რომ ღვთისმშობელთან ერთად სან მიგელი დომინიკელი ხალხისთვის ყველაზე დიდი წმინდანია. მის სახელს უკავშირდება მრავალი რელიგიური დღესასწაული.

#6 “ლა დოლორიტა” (სალვე)
სიმღერა, რომელიც მოგვითხრობს იესო ქრისტეს ჯვარცმასა და ღვთისმშობლის გლოვაზე და სრულდება    ვნების კვირაში დიდ ხუთშაბათსა და წითელ პარასკევს.
ასრულებს დონა ჩიჩა ქალთა ანსამბლისა და დასარტყამი საკრავების თანხლებით.

 #7 დომინიკური ფოლკლორული სიუიტა (პოპური)
სოლოს გიტარაზე და სიმღერას ასრულებს ლუის დიასი.
იმპროვიზაციები ემყარება პოპულარულ საცეკვაო რიტმებს: ტუმბა, კარაბინე, მანგულინა, ზაპატეო. 


#9 “ლა მანგუერა” (ბაჩატა)

ასრულებს ლუის დიასი და ბენდი.
სიმღერაში შერწყმულია ტრადიციული ბაჩატასა და ამერიკული ქანთრის ელემენტები.


 #10 “ელ მოლდე” (ბაჩატა)
სიმღერა გამოირჩევა განსაკუთრებული ლირიზმით.
ავტორი – ჯო ვერასი.
ასრულებს მომღერალი–ინტერპრეტატორი ვილი ლაპაშე. ეს სიმღერა ჩაწერილია ცოცხალი შესრულების დროს.

 #11 “აი, მამი, ეჰ” (სალვე)
სალვეს ექსპერიმენტული ვარიანტი. სიმღერაში ფართოდ არის გამოყენებული დასარტყამი ინსტრუმენტები, გუნდი ჰარმონიზებულია (გაჩნდა მრავალხმიანობა).
ეს მეტყველებს იმაზე, რომ დომინიკურ ფოლკლორზე გავლენა  მოახდინა ნიუ-იორკში მცხორები სხვა ერების მუსიკალურმა კულტურამ.  

 #12 “ბეილ დელ კანგურო” (სიმღერა კენგურუს ცეკვაზე)
სიმღერა ბაშატა-რენგას სტილში, სადაც აკუსტიკური აკორდიონისა და საქსაფონის ნაცვლად გამოყენებულია ელექტრო გიტარა.
ასრულებს ვილი ლაპაშე და ბენდი.

 #13 “ტიერა დომინიკანა” (დომინიკური მიწა)
პატრიოტული სიმღერა თანამედროვე მიურენგას ჟანრში.
ასრულებს ფრანკლინ ჰერნანდესი და მისი ბენდი.

 #14 “ხუანიტა” (ესპანურ-კუბური სტილის “სონ”-ის ნიმუში)
სატრფიალო  სიმღერა.
ასრულებს “სონ”-ის ჟანრის ცნობილი დომინიკელი მუსიკოსი
კოკო მერენსონი ბენდთან ერთად.
    

 
წინა  
 

 
       
ლათინო ამერიკული ფესტივალი
სიმღერები ლათინო-ამერიკული ქვეყნებიდან
  “კუბა ვაშინგტონში”
ალბომი ჩაწერილია 1989 წელს
  დომინიკური მუსიკა ნიუ-იორკში
დომინიკური სასიმღერო ფოლკლორი
  სამარიმბო მუსიკა კოლუმბიიდან
აფრო-ლათინო ამერიკელები
  აფრიკა - სამხრეთი საჰარა II
აფრიკული ტომების ხალხური სიმღერა
დილის მუსიკალური ფორმატი LIVE 05:00
ხალხური ლექსი 10:00
მუსიკა 10:02
ხალხური ლექსი 10:30
ქართული ხალხური მუსიკა 10:32
ამინდი 11:02
ქართული ხალხური მუსიკა 11:03
ხალხური ლექსი 11:30
მსოფლიო ხალხური მუსიკა 11:32

თუშური ნატირალი
თინა ჟვანია
ბუქნა ჭოტო
ანსამბლი "ლაშარი", ხელმძღვანელი გიორგი უშიკიშვილი
მდადეანო
ანსამბლი "ნანინა", ხელმძღვანელი თეა კასაბური
მირანგულა
ანსამბლი "გეორგიკა", ხელმძღვანელი დავით შანიძე
მზისა და მთვარის შუქი
კონსერვატორიის ანსამბლი, ხელმძღვანელი ნატო ზუმბაძე
შაირები
ანსამბლი "მზეთამზე"
ლეკებმა რომ დამიჭირეს
ანსამბლი "ანჩისხატი", ხელმძღვანელი მალხაზ ერქვანიძე
ყირამალა
ანსამბლი "თუთარჩელა", ხელმძღვანელი თამარ ბუაძე
ოვდელია
ანსამბლი "მთიები", ხელმძღვანელი გიგი გარაყანიძე
რკინაშ ხოჯი
ანსამბლი "ბასიანი", ხელმძღვანელი გიორგი დონაძე



მთავარი გვერდი | გადაცემები | სიახლე | ჩვენს შესახებ | რეკლამა | პარტნიორები | გადაცემათა ბადე | ამინდი | კონტაქტი  
თქვენ ხართ სტუმარი ნომერი:   © 2009 FOLK Radio. All rights reserved. Create by RENDER PRODUCTION